Belive

უცნობმა პირებმა ჯასტინ კლუივერტის შეყვარებულს სცემეს და სახლიდან 200 ათასი ევროს ნივთები მოიპარეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ საღამოს უცნობმა პირებმა ,,ვალენსიას'' შემტევის, ჯასტინ კლუივერტის სახლი გაძარცვეს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელის სახლში რამდენიმე კაცი შეიჭრა, რომლებმაც ფეხბურთელის შეყვარებულს სცემეს და დაახლოებით 200 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები და საათები მოიპარეს.

როგორც მარკა წერს, ძარცვა სულ 5 წუთამდე გაგრძელდა და კლუივერტის შეყვარებულმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

თავად ფეხბურთელი მალიორკაშია, სადაც დღეს მისი ,,ვალენსია'' ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები