უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია - ის რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევი - უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია. ეს ინფორმაცია "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგ შემტევს ბარძაყის ტრავმა აქვს და იგი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი გაუცდება დემბელეს. "ბარსელონას" ექიმის ცნობით, უსმან დემბელეს მარცხენა ბარძაყზე კუნთოვანი ქსოვილის საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს. შეგახსენებთ, რომ დემბელეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე, სადაც "ბარსელონა" "დინამო კიევს" ეთამაშა, 15 მატჩი ჰქონდა გამოტოვებული, "დინამო კიევთან" კი 65-ე წუთზე შემოვიდა და როგორც ჩანს ტრავმაც სწორედ მაშინ მიიღო.‼ COMUNICADO MÉDICO El jugador del primer equipo Ousmane Dembélé tiene una elongación en el semimembranoso del muslo izquierdo. Es baja y la evolución marcará su disponibilidad. pic.twitter.com/JJVd9XIFhS — FC Barcelona (@FCBarcelona_es) November 4, 2021