Belive

უსმან დემბელე: "დედაჩემი განსაკუთრებული ქალია და ყოველთვის ჩემს გვერდითაა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის 2025 წლის გათამაშების გამარჯვებული, უსმან დემბელე კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევის შემდეგ საუბრობს.

"ოქროს ბურთთან ერთად მეძინა, ეს წარმოუდგენელი სიხარულია: შესრულებული სამუშაოს აღიარება. როგორც კი ჩემი სახელი გამოუცხადეს, ეს წარმოუდგენელი სიხარული გამოდგა.

ტირილი არ მინდოდა, მაგრამ დაძაბულობა იზრდებოდა და იზრდებოდა. დედაჩემი იქ გახლდათ, რომელმაც მარტო გამზარდა და დებიუტიდანვე ჩემთან ერთადაა. დედაჩემი განსაკუთრებული ქალია", - ამბობს უსმან დემბელე.

28 წლის უსმან დემბელემ გასულ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში ტრებლი (ლიგა 1, თასი და ჩემპიონთა ლიგა) მოიგო, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 53 მატჩში 35 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები