ურუგვაის ნაკრების კაპიტანი: ,,კოლუმბიელი ფანები ჩვენი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხოსე ხიმენესმა, კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები საკუთარი ოჯახის წევრებს იცავდნენ.
კოლუმბიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ურუგვაელი ფეხბურთელი, მათ შორის დარვინ ნუნიესიც, მეტოქე გუნდის ფანებს ფიზიკურად დაუპირისპირდა
,,გთხოვთ, ფრთხილად იყავით! კოლუმბიელი გულშემატკივრები ჩვენი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. მათ საფრთხე ემუქრებოდათ, ამიტომ, ჩვენი შვილებისა და საყვარელი ადამიანების დასაცავად, ტრიბუნებზე ასვლა მოგვიწია.
ორგანიზატორები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ყველა მატჩში ერთი და იგივე ხდება. ჩვენი ოჯახის წევრებს საფრთხე ექმნებათ იმ ადამიანების გამო, რომლებიც 2 ჭიქა ალკოჰოლს სვამენ და უტვინოებივით იქცევიან. ეს სრული კატასტროფაა, იქ არცერთი პოლიციელი არ იყო, მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ.'' - ხოსე ხიმენესი
კოპა ამერიკის ნახევარფინალში კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი 1:0 დაამარცხა.
კოლუმბიელთა მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინის ნაკრები იქნება. ფინალური მატჩი ორშაბათს, 15 ივლისს გაიმართება და 04:00 საათზე დაიწყება.