Belive

უპამეკანომ დაასახელა ყველაზე ძლიერი თავდამსხმელები, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის მცველმა, დაიო უპამეკანომ, უპასუხა შეკითხვას თუ რომელი თავდამსხმელების წინააღმდეგ გაუჭირდა თამაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად.

27 წლის ფეხბურთელის ხუთეულში ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, უსმან დემბელე და სერუ გირასი მოხვდნენ.

frances-dayot-upamecano-vies-ball-782023072 |

უპამეკანოსა და კეინის დუელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

უპამეკანო ბაიერნში 2021 წლიდან თამაშობს და მიუნხენური გუნდის დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერია. მის ანგარიშზე რეკორდმაისტერის მაისურით ჩატარებულ 167 შეხვედრაში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები