Belive

უსმან დემბელემ პსჟ-ში თავის მომავალთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უსმან დემბელე, უახლოეს პერიოდში, პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ, ფრანგული სპორტული გამოცემა „L’Équipe“ იუწყება. მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ფრანგ ფეხბურთელს, კლუბში, კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი.

დემბელეს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპიდან წასვლამდე, პსჟ-ში ისტორიის შექმნა სურს. მიუხედავად იმისა, რომ საუდის პრო ლიგის კლუბებისგნა სხვადასხვა შეთავაზება ჰქონდა, 29 წლის თავმდამსხმელი, პარიზულ კლუბთან ახალ პირობებზე შეთანხმდა და მოსალოდნელია, რომ კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს.

დემბელე პსჟ-ში, 2023 წელს, ბარსელონადან გადავიდა ძალიან მალე, კლუბის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა. 2025 წელს კი ფრანგამ ფეხბურთელმა ოქრის ბურთიც მოიგო. მის მომავალთან დაკავშირებით, გაურკვევლობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას, ლუის ენრიკემ, დემბელე, რენთან მატჩში, მეორე ტაიმში შეცვალა. ამ გადაწყვეტილების გამო, ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილო იყო. მოვიანებით კი, ლილის წინააღმდეგ, განაცხადს მიღმაც დარჩა.

თუმცა, მოედანზე შექმნილ დაძაბულობას, დემბელეს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ში დარჩენას და კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

სხვა სტატიები