უპამეკანო: "სტადიონზე ბევრს ვყვირი, ამის გამო ოპერის მომღერალთან ვემზადებოდი..."
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" 24 წლის მცველმა - დაიო უპემაკანომ, ცნობილ გერმანულ გამოცემასთან "Bild"-თან ინტერვიუსას საინტერესო და სახალისო ფაქტი გაიხსენა.
ფრანგი მცველი იხსენებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე იგი ოპერის მომღერალთან შემდეგი მიზეზით დადიოდა.
"ჩემი გუნდელები და კლუბის წევრები სულ მეუბნებიან, რომ მოედანზე ამდენი ყვირილი ჩემთვის საზიანოა.
მე ვარ მოთამაშე, რომელიც მოედანზე უამრავს საუბრობს და ყვირის. ამის გამო კი ყელი ხშირად მიშრებოდა და ტკივილი მაწუხებდა, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ეს პრობლემა რაიმე სახით უნდა გადამეჭრა.
სწორედ ამ ფაქტის გამო, გადავწყვიტე ოპერის მომღერალთან გამევლო კონსულტაციები და ამ ფაქტის შესახებ მევარჯიშა. ასეც მოხდა, ოპერის მომღერალმა პროფესიონალური ვარჯიშები ჩამიტარა და ეს პრობლემაც გადაიჭრა. ახლა მოედანზე ძალიან თამამად ვყვირი".
Bayern‘s Dayot Upamecano tells Sport Bild he has been working with an opera singer on his vocal technique which had been causing him problems when trying to shout loudly on the pitch. Upamecano would often have a sore throat & would be hoarse. Not any longer after voice coaching.
— Derek Rae (@RaeComm) February 8, 2023