Belive

ნასერ ალ-ხელაიფი: "ლუის ენრიკემ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია"

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,პარი სენ ჟერმენთან'' სტუმრად 2:4 დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი 53-ე წუთისთვის მეტოქესთან 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა.

"პსჟ"-მ ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

დიდებული სანახაობისა და მატჩის შემდეგ, "პსჟ"-ს მფლობელმა და პრეზიდენტმა - ნასერ ალ-ხელაიფიმ, ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებით ესპანელმა თავკაცმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელობა დაამტკიცა.

"ჩვენ, ლუის ენრიკეს სახით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გვყავს.

მას ბევრს აკრიტიკებდნენ. თუმცა ამ მატჩის მოგებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ის ჩემი გუნდის მწვრთნელია, არა, მე ამ ყველაფერს რეალურად ვუყურებ.

არავის არ დაავიწყდეს, რომ მანჩესტერ სიტისთან 0:2 ვაგებდით და ეს თამაში ძალიან თავდაჯერებულად, 2-ბურთიანი სხვაობით მოვიგეთ.

რატომაც ვცემ მას ყველაზე დიდ პატივს, ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - მან ამ გუნდს დაუბრუნა გამარჯვების მენტალიტეტი და დაამტკიცა, რომ ჩვენს გუნდს აქვს დნმ" - ნასერ ალ-ხელაიფი

პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 30 იანვარს, ,,შტუტგარტის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები