"უოტფორდიდან" ჩისკო მუნიოსის გათავისუფლების შემდეგ, პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს, კლაუდიო რანიერის განიხილავს.
69 წლის სპეციალისტი "უოტფორდის" შეთავაზებას უკვე დათანხმდა და Sky Sports-ის ცნობით, მხარეები ხელშეკრულებას მალე გააფორმებენ. იგი ლონდონში უკვე ჩავიდა და კლუბის საწვრთნელი ბაზა მოინხულა.
ესპანელმა სპეციალისტმა "დინამო თბილისიდან" წასვლის შემდეგ, ინგლისური კლუბი ჩემპიონშიფში ჩაიბარა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და გუნდს პრემიერ ლიგის საგზური მოუპოვა. 41 წლის მწვრთნელმა 36 ჩატარებული შეხვედრიდან 21 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 11-ში დამარცხდა.
საინტერესოა, რომ იტალიელი ხელმძღვანელის, ჯინო პოზოს პერიოდში, რომელიც კლუბს 2012 წლიდან მართავს, "უოტფორდმა" 15 მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა არცერთ მათგანს იქ დიდი დრო არ გაუტარებია, მათ შორის ჩისკო მერვე ადგილს იკავებს.