Belive

უოტფორდმა სტოკი დაამარცხა | გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის 22-ე ტურში უოტფორდმა სტოკს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც დიდხნიანი უქმობის შემდეგ მოედანს 25 ნოემბერს დაუბრუნდა, ფორმაში შესვლას ცდილობს და დღევანდელი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მატჩის ერთადერთი გოლი ლუკა კიერუმგარდმა 74-ე წუთზე გაიტანა, 76-ზე კი გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალეს. ქართველს კარში დარტყმის მცდელობა არ ჰქონია, ბურთს 38-ჯერ შეეხო, ერთი წარმატებული დრიბლინგი გამოუვიდა და 27-დან 21 ზუსტი პასი გააკეთა (78%). ჩაკვეტაძემ 6.7-დან 6.9-დე შეფასება დაიმსახურა.

უოტფორდი 32 ქულით მე-10 ადგილზეა, ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა, ამიტომ ჩაკვეტაძის გუნდი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება მე-6 ადგილზე მყოფ მილუოლს (პრემიერ ლიგაში მოსახვედრ პლეიოფს მე-3/მე-6 ადგილის ჩათვლით გუნდები თამაშობენ).

ოუტფორდი შემდეგ მატჩს 26 იანვარს, ლესტერთან ჩაატარებს.

სხვა სტატიები