უოტფორდი ქპრ-სთან დამარცხდა - რა შეფასება მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ?
ახალი წლის დადგომას 25-ე ტურის მატჩებით შეხვდა ინგლისის ჩემპიონშიპი. გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ლოფტუს როუდს" ეწვია და "ქპრ"-ს დაუპირისპირდა.
მასპინძლები მე-4 წუთზე ფრეის გოლით დაწინაურდნენ და უპირატესობა მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან - ფრეის გარდა დანმა და ფილდმა აიღეს ბახმანის კარი და საბოლოო ჯამში "ქპრ"-მ 3:1 გაიმარჯვა.
მოედანზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩაკვეტაძემ სტუმრების მიერ გატანილი ერთადერთი გოლისას საგოლე გადაცემა მიითვალა - 30-40 მეტრი იარა და გამოზომილი გადაცემით კვადვო ბას გაატანინა. გარდა ამისა გიორგიმ 82-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
Sofascore-მ, Flashscore-მ და Whoscored-მა გიორგი გუნდში საუკეთესოდ დაასახელეს შესაბამისად 8.2, 7.4 და 7.8. შეფასებებით.
პრემიერ ლიგაში დაწინაურებისთვის მებრძოლი "უოტფორდისთვის" ეს ბოლო 4 მატჩში მესამე მარცხია. ტომ კლევერლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, შინ, "შეფილდის" წინააღმდეგ გამართავს.