Belive

უოტფორდი განადგურდა - ჩაკვეტაძესა და გოგლიჩიძეს არ უთამაშიათ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 45-ე ტურში მიდლსბრომ უოტფორდს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. მიდლსბრო პრემიერ ლიგაში გადმოსვლის შანსს ინარჩუნებს, უოტფორდს კი ისღა დარჩენია, უბრალოდ ჩემპიონშიპში დარჩეს (მე-16 ადგილზეა).

ზედიზედ 19 მატჩის განმავლობაში, გიორგი ჩაკვეტაძე ან ძირითად შემადგენლობაში იყო, ან ცვლილებიდან ერთვებოდა მატჩში, ამ შეხვედრაში კი გიორგიცა და საბა გოგლიჩიძეც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ და 1 წუთიც არ უთამაშიათ.

უოტფორდმა ბოლო 4 შეხვედრა წააგო, ხოლო ბოლო 7 შეხვედრაში ერთი მოგებაც არ აქვს.

სხვა სტატიები