Belive

უოკერი: ,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედია, გამოცდილება დამეხმარება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, კაილ უოკერმა, საფრანგეთთან მატჩის წინ, კილიან მბაპეზე ისაუბრა:

,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედი მაქვს, გამოცდილება დამეხმარება. კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, ასე რომ, რთული ამოცანა იქნება. თუმცა, როგორც პროფესიონალს, საუკეთესოების წინააღმდეგ მსურს თამაში, ის კი სწორედ ასეთია.

დიახ, რთული მატჩი გველის, მაგრამ გუნდი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ იქნება. ეს არის შეხვედრა ინგლისსა და საფრანგეთს შორის და არა ინგლისსა და მბაპეს შორის... მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას არ ვაპირებ. სახლში წასვლა არ მინდა, არ მსურს, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის ოცნება დაანგრიონ,'' - განაცხადა უოკერმა.

შაბათს, 10 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ინგლისი საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები