Belive

უნგრეთმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადი წარადგინა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის ეროვნულმა ნაკრებებმა განაცხადის წარდგენა დაიწყეს, უნგრეთმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ევროპირველობაზე წასასვლელი ფეხბურთელების მაქსიმალური რაოდენობა წარადგინა, შეგახსენებთ 23 ფეხბურთელიანი ნიშნული 26-მდე გაიზარდა.

მეკარეები: დენეშ დიბუსი ("ფერენცვაროში"), პეტერ გულაში ("ლაიფციგი"), პეტერ საპანოში ("პაქსი").

მცველები: ბოტონდ ბალოგი ("პარმა"), ენდრე ბოტკა ("ფერენცვაროში"), მარტონ დარდაი ("ჰერტა"), ატილა ფიოლა ("ფეჰერვარი"), ადამ ლანგი ("ომონია"), ვილი ორბანი ("ლაიფციგი"), ატილა სალაი ("ფრაიბურგი").

ნახევარმცველები: ბენდეგუზ ბოლა ("სერვეტი"), მიჰაი კატა ("მტკ"), მილოშ კერკეზი ("ბორნმუთი"), ლასლო კლაინჰაისლერი ("ჰაიდუკი"), ადამ ნადი ("სპეცია"), ჟოლტ ნადი ("აკადემია პუშკაში"), ლოიკ ნეგო ("ლე ავრი"), ანდრაშ შეფერი ("უნიონი"), კალუმ სტაილზი ("სანდერლენდი").

შემტევები: მარტინ ადამი ("ულსანი"), კევინ ჩობოტი ("უიპეშტი"), დანიელ გაზდაგი ("ფილადელფია"), კრისტოფერ ჰორვატი ("კეჩმეკეტი"), როლანდ შალაი ("ფრაიბურგი"), დომინიკ სობოსლაი ("ლივერპული"), ბარნაბაშ ვარგა ("ფერენცვაროში").

უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ორი მოსამაზადებელი მატჩი აქვს ჩასატარებელი - 4 ივნისს ირლანდიის, ხოლო 8 ივნისს ისრაელის წინააღმდეგ. ევრო 2024-ზე კი ისინი ჯგუფში მასპინძელ გერმანიასთან, შოტლანდიასთან და შვეიცარიის ნაკრებ გუნდებთან არიან.

სხვა სტატიები