საუთგეიტმა 3 ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების შეკრებიდან გაუშვა
7 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ნაკრებმა საბოლოო შემადგენლობა უნდა დაასახელოს. ინგლისელებს ახლა 33-კაციანი განაცხადი აქვთ, რომელიც 26 ფეხბურთელამდე უნდა შემცირდეს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გარეთ საუთგეიტმა, ინგლისის ნაკრების შეკრებიდან 3 ფეხბურთელი გაუშვა, კიდევ 4 ფეხბურთელის გაშვების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გამოცხადდება.
ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი - ჯეიმს მედისონის, "ლივერპულის" შემტევის - კურტის ჯონსისა და ასევე "ლივერპულის" მცველის - ჯარელ კუანსას გარეშე მიდის.
🚨🏴 England confirm that both Curtis Jones and James Maddison have left the training camp following decision to cut them from the Euro's 2024 squad. pic.twitter.com/QVqy0AJVoR
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 6, 2024
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის, ინგლისის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება, საიდანაც სამმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა შეკრება, 4 ფეხბურთელის ბედი კი 7 ივნისს გადაწყდება.
ინგლისელები ევრო 2024-ის C ჯგუფში სლოვენიის, დანიისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ და პირველ მატჩს 16 ივნისს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.