Belive

უნგრეთი VS იტალია | ვინ ითამაშებს ერთა ლიგის 1/2 ფინალში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს უნგრეთი იტალიის ეროვნულ ნაკრებს "პუშკაშ არენაზე" უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყვდება თუ ვინ გახდევა A დივიზიონში მესამე ჯგუფის გამარჯვებული.

უნგრეთმა წლევანდელ ერთა ლიგის გათამაშებაზე, ყველასათვის გასაკვირად, საკმაოდ კარგად წამოაჩინა თავი და ისინი 5 მატჩის შემდეგ პირველ ადგილზე არიან. იტალიისგან განსხვავებით, ისინი შედარებით ხელსაყრელ სიტუაციაში არიან, რადგან ფრის შემთხვევაშიც უნგრელები ჯგუფს გამარჯვებით დაასრულებენ.

იტალიელები ამჟამად უნგრეთს ორი ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოგება იქნება საკმარისი ჯგუფის დასაძლევად.

შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. იტალიას მარკო ვერატი, სანდრო ტონალი და ლორენცო პელიგრინი ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება უნგრეთს, მარკო როსის გუნდი როლანდ შალაისა და ზოლტ ნაგის გარეშე ითამაშებს.

სხვა სტატიები