დღეს გურამ კაშია ნაკრების მაისურს მეასედ მოირგებს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დღეს ეროვნულ გუნდში მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. "კაშო" მესამე ფეხბურთელია ვინც ეს შეძლო. მის გარდა, ასიან ნიშნულს ჯაბა კანკავამ და ლევან კობიაშვილმა მიაღწიეს.
მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წელს, მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა. ქართველ მცველს "ჯვაროსნებში" 99 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი აქვს გატანილია. აღსანიშნავია, რომ გურამ კაშია საქართველოს ნაკრების ღირსებას უკვე 13 წელია იცავს.
„გურამ კაშიაზე სასაუბროდ მთელი დღე არ მეყოფა. აღმატებულ ხარისხში ყველანაირ დადებით სიტყვას იმსახურებს. სიტყვა პროფესიონალზე პირველი, სწორედ ის მახსენდება. ამაყი ვარ, რომ შემიძლია საკუთარ თავს მისი მეგობარი ვუწოდო. თუ ვინმე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს და სახელს ნაკრების ფეხბურთელი, ეს გურამ კაშიაა, თავისი სიყვარულით, ვნებით, ფეხბურთისა და პროფესიის მიმართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ თამაშს ითამაშებს ჩვენთან ერთად და დაგვეხმარება, რათა გავიზარდოთ, როგორც პროფესიონალები და როგორც ადამიანები. არა მარტო ახალგაზრდები, არამედ მეც, ამ ასაკში, ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.“- განაცხდა ნიკა კვეკვესკირმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს ერთა ლიგის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას გამართავს, სადაც გიბრალტრას დაუპირისპირდება. ჩევნი ნაკრები შეხვედრას სტუმრად გამართავს და სამი ქულის აღების შემთხვევაში C დივიზიონში საუკეთესო შედეგსაც დააფიქსირებს. აღნიშნული მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.