Belive

უნდა თუ არა მბაპეს პსჟ-ში დარჩენა 2024 წლის შემდეგ? - კილიანს მოსაფიქრებლად 4 თვე აქვს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, 4 თვე დარჩა იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, სურს თუ არა პარიზულ გუნდში დარჩენა 2024 წლის შემდეგ. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კილიანის ამჟამინდელ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია. თუ მბაპე განახლების ვარიანტს 4 თვეში არ გაააქტიურებს, მაშინ მისი კონტრაქტი 2024 წლის ივნისში დასრულდება.

როგორც L'Equipe წერს, ,,პსჟ-ში'' ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კილიანი დარჩენაში დაარწმუნონ, თუმცა თავდამსხმელის ზაფხულში გაყიდვასაც არ გამორიცხავენ, რათა 2024 წლის ზაფხულში უფასოდ არ დაკარგონ.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარისშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 29 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები