Belive

გვარდიოლა რეალის გუშინდელ ბოიკოტს გამოეხმაურა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, მადრიდის ,,რეალის” გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, ,,სამეფო გუნდის” წარმომადგენლები ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების გუშინდელ ცერემონიალს არ დაესწრნენ:

,,სათქმელი არაფერი მაქვს! როცა სადმე წასვლა არ სურთ, არ მიდიან…

თუ მოლოცვა არ უნდათ, დაე, მივცეთ ამის უფლება. არც მე და არც მანჩესტერ სიტი აქ სხვა გუნდების ქმედებების შესაფასებლად არ ვართ!” - პეპ გვარდიოლა

,,ოქროს ბურთი'' ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველს, როდრის გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

როდრის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი იყვნენ, რომლებმაც მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.

სხვა სტატიები