უნდა ჩათვლილიყო თუ არა, მესის მეორე გოლი საფრანგეთის კარში?
ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe წერს, რომ არგენტინის მესამე გოლი საფრანგეთის კარში არ უნდა ჩათვლილიყო.
"რეგლამენტის თანახმად, დამატებით დროში მესის მიერ გატანილი მეორე გოლი სიმონ მარცინიაკს არ უნდა ჩაეთვალა. სანამ ბურთი უგო ლორისის კარის ხაზს გადაკვეთდა, არგენტინელი სათადარიგოები უკვე მოედანზე იყვნენ. ვიდრე მესი ბურთს მეტოქის კარში გადაგზავნიდა, სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბრურთელები მოზღვავებული ემოციების გამო, მოედანზე შემოვიდნენ, რაც სასტიკად იკრძალება." - წერს L’Equipe.
Selon le règlement, le second but de Messi, dans la prolongation, aurait dû être refusé par l'arbitre de la rencontre, Szymon Marciniak. Des remplaçants argentins étaient, déjà, sur la pelouse avant que le ballon ne dépasse la ligne de but d'Hugo Lloris https://t.co/zR3T2EekCR pic.twitter.com/D8cmoe8xw5
— L'ÉQUIPE (@lequipe) December 19, 2022
FIFA-ს წესების წიგნის მე-3 თავის მე-9 პუნქტში წერია, რომ თუ გოლის გატანამდე, მსაჯი შეამჩნევს სათადარიგოთა მოთამაშეებს მოედანზე, ეს გოლი უნდა გაუქმდეს.
ESPN-ის ჟურნალისტმა დეილ ჯონსონმა განაცხადა, რომ არსებობს მიზეზები იმისა, რომ მესის გოლი არ ჩათვლილიყო.
"ლიონელ მესის მეორე გოლი უნდა გაუქმებულიყო, რადგან 2 არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე ბურთის ხაზის გადაკვეთამდე შემოვიდა. ეს ყველაფერი, ალბათ, ძალიან უმნიშვნელოა, თუმცა, კანონის მიხედვით, ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო."
Some suggestion that Lionel Messi's second goal should have been disallowed because 2 Argentina subs stepped onto the pitch to celebrate just before the ball crossed the line.
— Dale Johnson (@DaleJohnsonESPN) December 19, 2022
To the letter of the law perhaps, but it is far too insignificant to be within the remit of the VAR. pic.twitter.com/ZyL5c2k9eJ
ასე რომ, მარცინიაკის მიერ მესის გოლის არ ჩათვლა ტექნიკურად სწორი, თუმცა, ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნებოდა.