უნაი ემერიმ ემილიანო მარტინესის აღნიშვნაზე კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილას" თავკაცი უნაი ემერი აპირებს, რომ ემილიანო მარტინესს მისი აღნიშვნების შესახებ დაელაპარაკოს.
არგენტინელმა კარის დარაჯმა უამრავი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც უცნაურად აღნიშნა ოქროს ხელთათმანის მოგება. გარდა ამისა, მას საჩემპიონო აღლუმზე ხელში თოჯინა ეჭირა, რომელსაც მბაპეს სახე ჰქონდა.
როგორც უნაი ემერმა განაცხადა, ის აპირებს, რომ ემილიანოს მის საქციელზე დაელაპარაკოს. 30 წლის მეკარე ინგლისში ერთ კვირაში დაბრუნდება. ესპანელმა მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ ემილიანოს მსოფლიო ჩემპიონობით ძალიან ამაყობს.
"როცა დიდ ემოციებს განიცდი მისი კონტროლი ძალიან რთულია. ამ აღნიშვნების თაობაზე მას მომავალ კვირას გავესაუბრები. პატივს ვცემ იმას, რომ ახლა ემილიანო მის ნაკრებთან ერთად არის. როცა დაბრინდება ამაზე ვილაპარაკებთ.
"I'll speak with him next week about some celebrations." 👀
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) December 23, 2022
Unai Emery reacts to Emiliano Martínez winning the World Cup with Argentina 🇦🇷 pic.twitter.com/kIfqFyBXPO
Boxin Day-ზე "ასტონ ვილა" შინ "ლივერპულს" უმასპინძლებს და მისი ძირითადი მეკარის ემილიანო მარტინესის გარეშე იქნება. აღნიშნული შეხვედრა 26 დეკემბერს, 21:30 საათზე გაიმართება.