სამუელ უმტიტიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
უმტიტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ესპანურმა გრანდმა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა. უმტიტის ხელფასი 10%-ით შემცირდება, ხოლო ფრანგი მცველისთვის 18 თვეში გადასახდელი თანხა 54 თვეზე გადანაწილდა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, საერთო ჯამში "ბარსელონა" 50 მილიონ ევროს დაზოგავს.
მიმდინარე სეზონში უმტიტიმ "ბარსას" მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელს ტრავმები აწუხებს.