Belive

არაუხომ ბარსელონას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რონალდ არაუხომ "ბარსელონას" კონტრაქტის გახანგრძლივების პირველ შემოთავაზებაზე უარი უთხრა. ურუგვაელი ფეხბურთელის აგენტისა და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას დაიწყო. მიუხედავად არაუხოს უარყოფითი პასუხისა, მხარეები საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ რონალდის ტრანსფერით დაინტერესებულია პრემიერ ლიგის ორი გიგანტი - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". Marca-ს თანახმად, არაუხოს "ბარსელონაში" დარჩენა სურს, მაგრამ 22 წლის მცველიი გუნდისგან ელოდება პირობებს, რომელიც მის შესაძლებლობებსა და თამაშის ხარისხს ასახავს.

სხვა სტატიები