უმძიმესი სანახაობა - საშინლად დაბომბილი მიკოლაივის ცენტრალური სტადიონი | PHOTO/VIDEO
28 ივნისს, მიკოლაივსა და მის შემოგარენში, რუსეთის მხრიდან მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საიდანაც ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ სტადიონს დაეცა, რის გამოც სტადიონზე 15 მეტრი სიგანისა და 5 მეტრი სიღრმის მქონე "კრატერი" გაჩნდა.
მიკოლაივის ცენტრალური სტადიონი 1965 წელს აშენდა და 16 700 ადამიანს იტევს. ეს სტადიონი "მიკოლაივის" საფეხბურთო კლუბს ეკუთვნის, რომელიც უკრაინის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ კლუბად ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, სტადიონის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.Central #sport stadium, with recently renewed infrastructure and field, in Mykolaiv on south of #Ukraine. The city was under a massive missile attack this morning. Fortunately, nobody was there training today #StandWithUkraine Once upon a time 🏟️ / Today after shelling 🕳️ pic.twitter.com/arzMUUZcqW — Ukrainian Tennis 🎾 ENG (@ukrtennis_eng) June 28, 2022
დაბომბილი სტადიონის ვიდეო და ფოტო კადრები
Meanwhile, Mykolaiv has been liberated of a sports stadium after today’s massive Russian bombing. pic.twitter.com/qSXZ25MhIk — Charles McPhedran (@charliekreuz) June 28, 2022

