Belive

ულრიხმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სვენ ულრიხმა მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2025 წლის ივლისამდე დაიცავს. აღნიშნულის შესახებ, გერმანული ფლაგმანის დირექტორმა განაცხადა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ულრიხმა 8 მატჩში მოირგო "ბაიერნის" მაისური - სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. 35 წლის კიპერი "ბაიერნს" 2021 წელს, "ჰამბურგიდან" შეუერთდა.

"ბაიერნმა" სვენ ულრიხთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამის შესახებ უახლოეს მომავალში განვაცხადებთ. შესაძლოა განახლებულ კონტრაქტს ოფიციალურად რამდენიმე კვირაში მოვაწეროთ ხელი. -

სხვა სტატიები