Belive

ული ჰიონესი: "ეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთს მხოლოდ დააზარალებს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ული ჰიონესმა, 2022 წლის მუნდიალზე ისაუბრა.

ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთისთვის კატასტროფაა.

"2022 წლის მუნდიალი ვერაფრით ვერ იქნება წარმატებული, ეს უკვე ნათელია და ის აუცილებლად დააზარალებს მთლიანად ფეხბურთს.

"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არ უნდა ჩაატარო ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთისადმი ინტერესი დიდი არ არის.

"თუ თვალს გადაავლებთ სატელივიზიო რეიტინგებს და ნახავთ რამდენი ადამიანი უყურებს ამ მუნდიალს, დაინახავთ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ზარალშია".

2022 წლის მუნდიალის პირველ დღეებში ძალიან დაბალი რეიტინგი იყო. წელს მნიშვნელოვნად დაბალი სატელივიზო რეიტინგებია, ვიდრე ოთხი წლის წინ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. აშშ-უელსის დაპირისპირებას მხოლოდ 4 მილიონი ტელემაყურებელი ჰყავდა.

"არავის არ ეყო გამბედაობა იმისა, რომ ფიფას წინ გადადგომოდა. ეს სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო, რადგან ჩემი აზრით, ჯანი ინფანტინო უდიდესი კატასტროფაა მსოფლიო ფეხბურთისთვის და ეს იქნებოდა მშვენიერი შესაძლებლობა, რომ ის მოეშორებინათ..."

სხვა სტატიები