Belive

უკვე მესამედ - ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს ატლეტიკი ჩაიბარა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2.5 წლიანი შესვენების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა - "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბილბაოს "ატლეტიკი" კარიერაში მესამედ ჩაიბარა. ვალვერდე "ატლეტიკს" 2003-2005 და 2013-17 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში, გუნდმა 306 შეხვედრა გამართა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელობით, "ატლეტიკმა" 31-წლიანი უტიტულო სერია 2015 წელს, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ერთ დროს ბილბაოში ფეხბურთს თავადაც თამაშობდა - 188 მატჩში მან 50 გოლიც გაიტანა.
"ატლეტიკში" მუშაობა დიდი პატივია. ეს გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დავბრუნდი იმიტომ, რომ შეთავაზება გამოწვევად მივიღე. ჩემი მთავარი ამოცანაა, გულშემატკივარმა გუნდით იამაყოს", - თქვა ვალვერდემ.
მწვრთნელთან ერთად, "ატლეტიკს" ახალი პრეზიდენტიც ჰყავს - ჯონ ურიარტეს დანიშვნიდან 6 დღეში, გუნდმა მთავარ მწვრთნელად 58 წლის სპეციალისტი დაასახელა, რომელიც ფეხბურთში ბოლოს 2020 წლის იანვარში საქმიანობდა. ურიარტეს კონკურენტი ინიაკი არეჩაბალეტა გახლდათ, რომელიც ქომაგებს "სან მამესზე" მარსელო ბიელსას დაბრუნებას ჰპირდებოდა. ურიარტემ არჩევნებში 46.7%-ით გაიმარჯვა, არეჩაბალეტამ კი ხმების 33.7% მიიღო. "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატურად "ტოტენჰემისა" და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ხელმძღვანელი, მაურისიო პოჩეტინოც სახელდებოდა, რომლის გუნდში მიყვანაც პრეზიდენტობის მესამე კანდიდატის, რიკარდო ბარკალას დაპირება იყო.

სხვა სტატიები