უკრაინულმა მედიამ გოჩოლეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დონეცკის "შახტარის" ქართველი ლეგიონერი - გიორგი გოჩოლეიშვილი, ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
22 წლის გოჩოლეიშვილმა, უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში, "შახტარის" მაისურით სადებიუტო გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც სპორტულმა გამოცემა ua-football-მა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
![](https://fcdn.belive.ge/livege/media/51272/2323.png)
"მიუხედავად იმისა, რომ "ჩერნომორეცის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი თავდასხმის ხაზთან ახლსო თამაშობდა, ჩვენ მას ფულბეკის პროფილურ პოზიციაზე დავასახელებთ. მე-19 ტურში "შახტარის" ლეგიონერმა დონეცკური კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. როგორც ჩანს, კონოპლიას მისი სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა", - აღნიშნულია ua football-ის სტატიაში.