უკრაინის 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და წარსულში ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვოლოდიმირ იეზერსკიმ, რომელიც კიევის დაცვის მოქმედებებში აქტიურად არის ჩართული, რუსი სამხედრო აგენტი დაატყვევა.
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა კიევის მისადგომებთან სამხედრო დაჯგუფების ტყვედ აყვანა მოახერხა, რომელთაგან ერთ-ერთს სადაზვერვო მონაცემები ჰქონდა მოპოვებული და დაკავებულები, ინფორმაციასთან ერთად პოლიციას გადასცა.
იეზერსკი ქალაქ ლვოვში დაიბადა და კარიერა ადგილობრივ "კარპატში" დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას "დნიპროსს", დონეცკის "შახტარის", ლუჰანსკის "ზორიას" და სხვა უკრაინული კლუბების შემადგენლობაში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 39 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.