დღეს უკრაინის გასახდელში დაიკიდება დროშა, რომელიც უელსში ფრონტიდან ჩაიტანეს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უელსთან მატჩის წინ, უკრინის ეროვნული ნაკრების გასახდელში დაიკიდება დროშა, რომელიც უელსში ფრონტიდან ჩაიტანეს. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა განაცხადა:
,,ჩვენმა ბიჭებმა ბევრი მესიჯი მიიღეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფრონტიდან უკრაინის დროშა ჩამოიტანა, მასზე სამხედროებმა შეტყობინებები დაწერეს და ამ დროშას მატჩის წინ გასახდელში დავკიდებთ,'' - პეტრაკოვის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.დღეს უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ფინალურ მატჩში უელსს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
🗣 "Our president was on the front line, he brought us the flag of Ukraine. The military wrote messages on it, and we will hang it in the locker room before the game." 🇺🇦 pic.twitter.com/Qa8aM2GNuZ — Sky Sports News (@SkySportsNews) June 5, 2022