Belive

უკრაინაში ომს დავით ხოჭოლავას ცოლის მამა ემსხვერპლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კოპენჰაგენის'' მცველის, დავით ხოჭოლავას, მეუღლის მამა უკრაინაში რუსების დაბომბვას ემსხვერპლა. ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის მეუღლემ, იულია ხოჭოლავამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,დღეს, ღამის 04:00 საათზე, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად მამაჩემი გარდაიცვალა. მამა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. ასეთი ტკივილი არასდროს განმიცდია,'' - წერს იულია ხოჭოლავა.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

სხვა სტატიები