Belive

უხეში თამაში და ტრავმა - კვარაცხელია მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რუბინსა" და "დინამო მოსკოვს" შორის, რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში,  ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ქართველ ფეხბურთელს შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს ცხვირში მეტოქის მხარი მოხვდა. სამწუხაროდ, ხვიჩამ ძლიერი ტკივილის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დაზიანებამდე რამდენიმე წუთით ადრე კვარაცხელიამ მოსკოველთა კარში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც "რუბინმა" გოლად გარდასახა.

სხვა სტატიები