Belive

ანდრე ონანა: "მანჩესტერში თუ მიმიღებენ, დავბრუნდები - მიზანი პირველობისთვის ბრძოლაა"

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და ტრაბზონსპორის 29 წლის მეკარემ - ადნრე ონანამ, თურქულ მედიასთან ისაუბრა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, იგი 'წითელ ეშმაკებში' დასაბრუნებლად მზად იქნება და თუ მანჩესტერი მას დაიბრუნებს, პირველი მეკარეობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ამის შესახებ ასევე ცნობილი სპორტული გამოცემა "The Athletic' წერს.

შეგახსენებთ, რომ ანდრე ონანა მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრებაა და სეზონის სტარტზე მათ იგი თურქულ ტრაბზონსპორში გაანათხოვრეს, რის მიხედვითაც 29 წლის მეკარე 'წითელი ეშმაკების' რიგებში სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

ონანა თურქეთის სუპერ ლიგაში ცუდად არ გამოიყურება, მან 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლი გაუშვა, ხოლო კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 6-ჯერ შეძლო.

თავის მხრივ, მანჩესტერ იუნაიტედს ძალიან კარგად მოერგო 23 წლის ბელგიელი მეკარე - სენე ლამენსი, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს და ამის პარალელურად, 'წითელი ეშმაკების' შემადგენლობაში თავის კარგად გამოჩენით, შანსი მიიღო, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

ახლა ყველაფერი გლეიზერებზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მანჩესტერ იუნაიტედის მფლობელები და დააბრუნებენ თუ არა გუნდში 29 წლის კამერუნელ მეკარეს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაზე დიდი ამბიციები აქვს.

სხვა სტატიები