Belive

,,უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა'' - ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი კორეასთან მატჩზე

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიროსლავ კოუბეკმა, სამხრეთ კორეასთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,გარკვეული შეცდომები მართლაც დავუშვით, თუმცა შანსებიც გვქონდა. ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფი იყო და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

უნდა გვებრძოლა და ვიბრძოლეთ კიდეც, ახლა კი წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. შეტევაში გაუმჯობესების რესურსი ნამდვილად გვაქვს.

წინ რთული მეტოქე გველის, მანამდე კი ასევე რთულ მეტოქეს შევხვდით. ჩვენი მოვალეობა იყო, ბოლომდე გვებრძოლა, ასე რომ, ფეხბურთელების გადაღლილობა სრულიად ბუნებრივია.

შემდეგი მატჩი ატლანტაში? ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რადგან სხვებმა ასე დაგვიგეგმეს. ჩვენი ლოგისტიკის გუნდი კარგად მუშაობს, თუმცა ამდენი მგზავრობა იდეალური ნამდვილად არ არის.'' - მიროსლავ კოუბეკი

მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის პირველუ ტურის შეხვედრაში სამხრეთ კორეამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.

კოუბეკის გუნდი მომავალ მატჩს 18 ივნისს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები