Belive

პირველადგილოსანმა მექსიკამ მესამე თამაშიც მოიგო

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტურნირის თანამასპინძელმა მექსიკამ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, ჩეხეთის ნაკრებიც დაამარცხა და ჯგუფში, 9 ქულით, პირველი ადგილი დაიკავა. მექსიკამ მეტოქეს 3:0 სძლია და სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.

შეხვედრის 55-ე წუთზე, ანგარიში მარცხენა განაპირა მცველმა, მატეო ჩავესმა გახსნა. სულ რაღაც 6 წუთში, ხულიან კინიონესმა, მექსიკელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი, შეხვედრის ბოლო წუთებზე, ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო ფიდალგომ დააფიქსირა. საკმაოდ სიმბოლური იყო ის ფაქტიც, რომ შეხვედრის 78-ე წუთზე, მოედანზე გილერმო ოჩოა შემოვიდა, რომელმაც ძირითადის მეკარე, რაულ რანხელი შეცვალა. ამ ცვლილებით, ოჩოა გახდა მესამე მოთამაშე ისტორიაში (მესის და რონალდუს შემდეგ), ვინც რიგით მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

რაც შეეხება ჩეხეთს, მათ თამაშში, ბევრი არაფერი გამოსვლიათ. ევროპელთაგან, ყველაზე გამოსარჩევი დენის ვიშინსკი იყო, რომელსაც პირველ ტაიმში, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლო. ევროპელებმა 2026 წლის მუნდიალზე ასპარეზობა, ჯგუფში ბოლო ადგილით დაასრულეს და ტურნირს დაემშვიდობნენ. მექსიკა კი გზას აგრძელებს. მათი მეტოქე პლეი-ოფში კი C, E, F, H, I ჯგუფებიდან გასული, რომელიმე მესამეადგილოსანი გუნდი იქნება.

სხვა სტატიები