"უიმედო სიტუაციაშიც კი ბოლომდე იბრძოდა" - იტალიური პრესა ლოჩოშვილზე
იტალიის თასის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ფიორენტინასა" და "კრემონეზეს" დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და იტალიური პრესისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.
სტატისტიკურმა ვებგვერდებმა ლოჩოშვილი 7.2 ქულით შეაფასეს. ერთ-ერთმა იტალიურმა სპორტულმა გამომცემლობამ კი ქართველი მცველის თამაში შემდეგი სიტყვებით აღწერა:
"პირველ ტაიმში ლოჩოშვილი ბრწყინვალედ თამაშობდა. არტურ კაბრალს იდეალურად მეურვეობდა და ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოდა. ლოჩოშვილი ისეთ მომენტებშიც კი იბრძოდა, სადაც უკან დახევა უწევდა", - Calciomercato.
"არტემიო ფრანკიზე" გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში "ფიორენტინამ" 2:0 გაიმარჯვა და თასის ფინალში გავიდა.
"კრემონეზესთვის", რომელიც სერია A-ს გასავარდნ ზონაში იმყოფება და სეზონის გადასარჩენად იბრძვის, თასზე განცდილი მარცხი დიდი დარტყმაა, თუმცა გუნდი ახლა სრულ მობილიზებას ჩემპიონატზე მოახდენს.