Belive

"უღირსი ადამიანი" - მილანის გულშემატკივრები დონარუმას ყალბ დოლარებს დააყრიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "მილანი" "პსჟ-ს" უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ჯანლუიჯი დონარუმას "სან სიროზე" დაბრუნება იქნება - იტალიელი მეკარე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საშინაო არენაზე პირველად ითამაშებს.

როგორც იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დონარუმას მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი თბილ დახვედრას ნამდვილად არ უპირებს. ქომაგთა დაჯგუფების დიდი ნაწილი აპირებს, რომ ჯიჯის ყალბი დოლარიანის კუპიურები გადააყაროს თავზე და ამავე დროს სპეციალური ბანერი დაამზადოს, რომელზეც ისეთი იტალიური სიმბოლიკა იქნება გამოსახული, რაც უღირსი ადამიანის აღსანიშნად გამოიყენება.

24 წლის მეკარემ "როსონერიდან" გადასვლის შემდეგ "სან სიროზე" ორჯერ უკვე ითამაშა და ეს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გააკეთა, თუმცა, ყოფილი გუნდის ქომაგებმა ის მაშინაც არ დაინდეს.

"მილანი" - "პსჟ-ს" მატჩი 8 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პირველ შეხვედრაში ფრანგებმა იტალიელებს - 3:0 აჯობეს.

სხვა სტატიები