უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელეს. საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 4-4 ფეხბურთელი, ტურნირის ფინალისტი გუნდებიდან - მადრიდის ,,რეალიდან'' და ,,ლივერპულიდან'' მოხვდა. გასული სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე - ტიბო კურტუა მცველები - ვირჯილ ვან დაიკი, ენდრიუ რობერტსონი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ანტონიო რუდიგერი ნახევარმცველები - ფაბინიო, ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინე თავდამსხმელები - კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, კარიმ ბენზემა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ლივერპულს'' 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.
👕 UEFA's Technical Observer panel has selected its 2021/22 UEFA Champions League Team of the Season 🙌#UCL pic.twitter.com/I8t9T6uM5R — UEFA Champions League (@ChampionsLeague) May 31, 2022