ალექსანდრ ჩეფერინი სახელფასო შეზღუდვის იდეით გამოვიდა
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი გეგმავს, რომ ევროპულ ფეხბურთში სახელფასო ზღვარი დააწესოს. მისი განცხადებით, ამ იდეას საფეხბურთო კლუბებიც ეთანხმებიან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
”გასაკვირია, რომ ყველა თანახმაა. დიდი კლუბები, პატარა კლუბები, სახელმწიფო კლუბები, მილიარდერების საკუთრებაში არსებული კლუბები, ყველა თანახმაა." - განაცხადა ჩეფერინმა Men In Blazers-თან საუბრისას.
ამ თემასთან დაკავშირებით FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, ჯერ კიდევ მარტში ისაუბრა. ინფანტინოს განცხადების თანახმად, გუნდებს შემოსავლების მხოლოდ 70 პროცენტის დახარჯვა შეეძლებათ ხელფასებსა და ტრანსფერებზე. მისივე თქმით, ამ მოდელს დამუშავება სჭირდება, რადგან აღნიშნული შეზღუდვა გარკვეულ კლუბებს მაინც უპირატესობას აძლევს. თუ გუნდის შემოსავალი ხუთი მილიარდია, მისი 70% საკმაოდ ბევრია.