უეფამ, შესაძლოა, იუვენტუსს მომავალ წელს ევროტურნირებზე თამაში აუკრძალოს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფინანსური თაღლითობის გამო, ,,იუვენტუსმა'', შესაძლოა, მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უეფა ამ ეტაპზე გამოძიებას აწარმოებს და საქმის დოკუმენტაციას იკვლევს. თუ გამოძიება აგვისტომდე არ დასრულდება, ორგანიზაცია ტურინული გუნდის წინააღმდეგ სანქციებს დამოუკიდებლად მიიღებს.
იანვარში იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ქულების დაკლების გამო, ტურინული გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. თუმცა, გასულ კვირას ,,ბებერ ქალბატონებს'' იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამორთეული ქულები დაუბრუნა და ალეგრის გუნდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.