უეფა-მ შესაძლოა რეალი, ჩელსი და სიტი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთოს
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდება;
- რეალის, სიტისა და ჩელსის ნახევარფინალში ბაიერნი, პორტო და დორტმუნდი ჩაანაცვლებენ, ტურნირი კი გაგრძელდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, უმწვავესი განცხადება გააკეთა უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა: "24 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატად ვმუშაობდი, თუმცა ასეთ ადამიანებს არასოდეს შევხვედრივარ", - ჩეფერინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელზე, ედ ვუდვორდზე და "იუვენტუსის" ხელმძღვანელზე, ანდრეა ანელიზე მიუთითებდა. არ ვიცოდი, რომ ჩემს ახლოს გველები მუშაობდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. საფეხბურთო სამყაროში ბევრი მატყუარას შევხვდი, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ვენდობი: ასეთები არიან ფრანგული და გერმანული კლუბების წარმომადგენლები,, რომლებიც სწორ პოზიციაზე დგანან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთი მთლიანად კორუფციაში არაა ჩაძირული, თუმცა ნამდვილად არსებობს მცირე ჯგუფი, რომელსაც ხარბი ადამიანები ხელმძღვანელობენ - ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთის მომავალი არ ადარდებთ", - განაცხადა ჩეფერინმა.