Belive

Forbes | გასული წლის ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ჟურნალი Forbes-ი 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეულს აქვეყნებს. Forbes-ის რეიტინგში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წარმომადგენელები და სხვადასხვა სპორტის გამორჩეული სახეები მოხვდნენ. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ Forbes-ის რეიტინგში კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და ნეიმარი მოხვდნენ - თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა პირველობა კონორ მაკგრეგორს დაუთმეს. UFC-ის ირლანდიელმა ლეგენდამ, გასულ წელს 180 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

გასული წლის ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

  1. კონორ მაკგრეგორი - 180 მილიონი აშშ დოლარი
  2. ლიონელ მესი - 130 მილიონი აშშ დოლარი
  3. კრიშტიანუ რონალდუ - 120 მილიონი აშშ დოლარი
  4. დაკ პრესკოტი - 107.5 მილიონი აშშ დოლარი
  5. ლებრონ ჯეიმსი - 96.5 მილიონი აშშ დოლარი
  6. ნეიმარი - 95 მილიონი აშშ დოლარი
  7. როჯერ ფედერერი - 90 მილიონი აშშ დოლარი
  8. ლუის ჰამილტონი - 82 მილიონი აშშ დოლარი
  9. ტომ ბრედი - 76 მილიონი აშშ დოლარი
  10. კევინ დურანტი - 75 მილიონი აშშ დოლარი

სხვა სტატიები