Belive

უეინ რუნი: "ყველაფერი ამ ბიჭის თმის შეჭრის გარშემო ტრიალებს - ის გულს მირევს"

1 დღის წინ ფეხბურთი
3 წთ

ყვე­ლა­ფე­რი 493 დღის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი ბი­ჭის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით და­ი­წყო, მაგ­რამ ისეთ ამ­ბავ­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­ზეც პოს­ტის ავ­ტო­რი ვე­რას­დროს იფიქ­რებ­და.

მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის გულ­მხურ­ვა­ლე ფან­მა - ფრენკ ილეტ­მა, 2024 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ თმას იჭ­რი­და და ამის გა­კე­თე­ბას აღარ აპი­რებ­და მა­ნამ­დე, სა­ნამ მისი საყვარელი გუნდი ზე­დი­ზედ 5 თა­მაშს არ მო­ი­გებ­და.

მან გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა და თა­ვის მცი­რე­რი­ცხო­ვან გა­მომ­წე­რებს ჰკი­თხა, რო­დის მო­უ­წევ­და თმის შეჭ­რა - 2025 თუ 2026 წელს? პოსტმა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და გა­მო­კი­თხვა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო. 27 000 ადა­მი­ა­ნი­დან 90% ამ­ბობ­და, რომ 2026 წლამ­დე ბიჭს თმის შეჭ­რა არ მო­უ­წევ­და.

მარ­თლაც, 2026 წელს გაჩ­ნდა შან­სი, რომ მან­ჩეს­ტე­რუ­ლი გუნ­დი ზე­დი­ზედ 5 თა­მაშს მო­ი­გებ­და. 4 თა­მა­ში მარ­თლაც მო­ი­გეს, ხოლო მე­ხუ­თე, 10 თე­ბერ­ვალს, "ვესტ ჰემ­თან" გა­ი­მარ­თა. ალ­ბათ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ ფრენკ ილე­ტის თმის შეჭ­რის ამ­ბა­ვი ამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და - თუმ­ცა იუ­ნა­ი­ტედ­მა ვერ მო­ი­გო, მატ­ჩი ან­გა­რი­შით 1-1 დას­რულ­და, შესაბამისად ილეტის თმის შეჭრა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო...

ილეტს ამ­ჟა­მად ინ­სტაგ­რამ­ზე 1.4 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მან­ჩეს­ტე­რი Vs. ვეს­ტ ჰე­მის თა­მა­შის დროს ის YouTube-ზე პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო, ვი­დე­ო­ში ჩან­და, თუ რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ბიჭი საყ­ვა­რელ გუნდს - სტრიმს 100 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და.

ამ ყველაფერზე მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ - უეინ რუნიმ ისაუბრა, რომელმაც ფრენკ ილეტ­ის მიმართ დიდი უკმაყოფილება გამოთქვა.

"ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ კერიკსა და გუნდზე, რომლებსაც კარგი სერია აქვთ და რომლებიც ზედიზედ 5 თამაშის მოგებასთან ასე ახლოს იყვნენ. ამ დროს ყველაფერი ამ ბიჭის თმის შეჭრის გარშემო ტრიალებს. მე მას ქვეყნის მეორე მხარეს გავგზავნიდი, რადგან გულს მირევს.

ვფიქრობ, გუშინ მანჩესტერს მე-5 თამაში რომ მოეგო ის განადგურებული იქნებოდა, რადგან ყველასთვის უმნიშვნელო გახდებოდა“. - უეინ რუნი

მას შემ­დეგ რაც ლე­გენ­და­რულ­მა მწვრთნელ­მა - სერ ალექს ფერ­გი­უსონ­მა მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი და­ტო­ვა, კლუბს პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ვე­ღარ ახერ­ხებს ისეთ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ყოფ­ნას, რო­გორ­საც ამ გუნ­დის ფა­ნე­ბი შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან.

"წითელმა ეშმაკებმა" ფერ­გი­უსო­ნის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მწვრთნე­ლი შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ვერც ერ­თმა მათ­გან­მა ვერ გა­ა­მარ­თლა. ამ­ჟა­მად, კლუ­ბის დრო­ე­ბი­თი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პო­ზი­ცი­ას მა­იკლ კე­რი­კი იკა­ვებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­დი­ზედ თა­მა­შე­ბის მო­გე­ბა მან­ჩეს­ტე­რულ­მა კლუბ­მა სწო­რედ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც რუ­ბენ ამო­რი­მი გა­უშ­ვეს და ის მწვრთნე­ლის პოსტზე კე­რიკ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

სხვა სტატიები