უეინ რუნი პლიმუთის ახალი მთავარი მწვრთნელია
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნი "პლიმუთის" ახალი მთავარი მწვრთნელია. ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ოფიციალური ინფორმაცია ჩემპიონშიპის გუნდმა თავის საიტზე გაავრცელა.
რუნი "ბირმინგემ სიტის" მთავარი მწვრთნელი პოსტიდან ოთხი თვის წინ გაათავისუფლეს, მაგრამ ის იმავე ჩემპიონატში ისევ დაბრუნდა, ოღონდ, სხვა გუნდში.
✍️ We are delighted to announce the appointment of Wayne Rooney as our new Head Coach.
— Plymouth Argyle FC (@Argyle) May 25, 2024
Welcome to Argyle, Wayne.#pafc
უეინ რუნიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს "დერბი ქაუნთში" დაიწყო და გუნდს 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1 წელი იყო "დი სი იუნაიტედში", ხოლო ბოლოს "ბირმინგემ სიტიში" ასევე დაახლოებით 1 წელიწადი.