Belive

უეფამ სან სიროს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების უფლება არ მისცა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას გადაწყვეტილებით, ,,სან სიროს'' 2026-2027 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლება აღარ აქვს:

,,რადგან მილანის მუნიციპალიტეტმა ვერ მოგვცა იმის გარანტია, რომ ქალაქში მოსალოდნელი რეკონსტრუქცია სან სიროსა და მის გარშემო ტერიტორიაზე გავლენას არ მოახდენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფინალის მასპინძლის სატენდერო პროცესი ხელახლა გაიხსნას.'' - წერია უეფას განცხადებაში

უეფას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ფინალის მასპინძელი სტადიონის შესახებ 2025 წლის მაის-ივნისში მიიღებენ.

სხვა სტატიები