Belive

UEFA-ს უცნაური გადაწყვეტილება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ევროპა ლიგაზე უკვე ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. 29 მაისს, ბაქოში ერთმანეთს ლონდონური გრანდები, "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა რომ უდიდეს ინტერესს იწვევს, ცხადია და ინგლისელი გულშემატკივრების ფეხბურთისადმი სიყვარულის გათვალისწინებით, ბაქოს სტადიონის გავსება მათ კარგად შეუძლიათ. თუმცა, UEFA-მ ძალიან უცნაური და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 68 700-იან სტადიონზე ფინალის მონაწილე გუნდების გულშემატკივრებისთვის მხოლოდ 6-6 ათასი ბილეთი იქნება გათვალისწინებული. გამოდის, რომ 56 700 ბილეთი აზერბაიჯანელებსა და სხვა, ნეიტრალურ გულშემატკივრებზე გადანაწილდება. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს UEFA, ამას მალე გავიგებთ.

სხვა სტატიები