"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა "მარსელის" ესპანელ მცველ ალვარო გონსალესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მხოლოდ იმის ვნანობ, რომ იმ ნაბი**ს სახეში არ დავარტყი. VAR– მა მარტივად დაინახა ჩემი "აგრესია", ახლა კი ძალიან მსურს ვნახო იმ მომენტის გამეორება, როცა მაიმუნს და ბო**ს შვილს მეძახდა", - თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.
ინციდენტი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, საბოლოოდ ორივე გუნდის ფეხბურთელების მოედნიდან გაძევებით დასრულდა, მატჩში გამარჯვება კი "მარსელს" დარჩა - 1:0.