UEFA-ს მოწოდება ფეხბურთელებს - აღარ გადააადგილოთ ბოთლები
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი ტურნირისთვისა და ევროპული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია."როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორები "კოკა-კოლა" და "ჰაინეკენი" არიან. ამ უკანასკნელის ბოთლი პოლ პოგბამ გვერდით გადადგა, ხოლო ეს "ტრენდი" კრიშტიანუ რონალდუმ დაიწყო, როდესაც "კოკა-კოლას" ბოთლები "გადამალა" და ხალხს მოუწოდა, რომ წყალი მიირთვან. 36 წლის პორტუგალიელის ეს საქციელი იტალიელმა ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმაც გაიმეორა.