Belive

კასანო: ,,როგორც ცენტრალური თავდამსხმელი, ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, ერთმანეთს კარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა:
,,ჩემი აზრით, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია. რონალდო, ვან ბასტენი, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი... კარიმიც მათ შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 6 წელი არ თამაშობდა, ეროვნული გუნდის ბომბარდირთა შორის მაინც მესამე ადგილს იკავებს. კარიმს მკვლელის ინსტინქტი და ზიდანის უნარები აქვს,'' - კასანოს სიტყვებს Tuttomercatoweb-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. 34 წლის ფეხბურთელს ,,სამეფო გუნდთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები