უეფა მანჩესტერ სიტისთვის მკაცრ სასჯელს ამზადებს
გავრცელებული ინფორმაციით, უეფა ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან, რომლის მიხედვითაც, მანჩესტერ სიტის ფინანსური დარღვევების გამო, ყველა ევროპული ტურნირიდან, 7-დან 10 წლამდე ვადით მოკვეთენ. კლუბს, ცხრა წლის განმავლობაში ფინანსურ დოპინგში მონაწილეობას ედავებიან.
გასულ თვეს, დამოუკიდებელმა კომისიამ, სიტი პრემიერ ლიგის 114 წესის დარღვევაში დამნაშავედ ცნო. კომისიის დასკვნით, კლუბი 2009-დან 2018 წლამდე, შემოსავლების გასაზრდელად, ფიქტიურ გარიგებებში იყო ჩართული. კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. მანჩესტერ სიტი უდანაშაულობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ ამის დასადასტურებლად, უტყუარი მტკიცებეულებები აქვს. საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც კლუბის თქმით, ადასტურებს, რომ სპონსორული დაფინანსება არა გუნდის მფლობელებს, არამედ აბუ დაბის მთავრობას ეკუთვნოდა.
დამოუკიდებელმა კომისიამ ეს მტკიცებულებები უკვე შეისწავლა და დაასკვნა, რომ კლუბის განმარტება დარღვევების შემდეგ იყო შეთხზული, რადგან ფარული დაფინანსების სქემის რეალური არსი დაემალა. თუმცა სიტი იმედოვნებს, რომ სრულიად ახალი პანელი, გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.
შესაძლო სანქციებს შორისაა ჯარიმა, სატრანსფერო აკრძალვა, ქულების დაკლება და პრემიერ ლიგიდან გარიცხვაც კი. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ კლუბს წარსულში მოპოვებული ტიტულებიც უნდა ჩამოართვან.
UEFA are reportedly close to announcing a Man City ban from all European competition 'for a period of 7 to 10 years' as punishment for their nine years of financial doping.https://t.co/JdD288YSg8
— Football365 (@F365) October 16, 2026